როგორ გიცავთ კანონი

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.

კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:  
 ● რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ;
   ● მონაცემთა დამუშავების მიზანი;
   ● მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
   ● რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
   ● ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
   ● მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასევე, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყევტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.

 თქვენთვის აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება კომპანიას წარმოეშობა თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.

 კომპანიას აქვს თქვენი ინფორმაციის დამუშავების კანონიერი საფუძველი. თქვენი პერსონალური ინფორმაცია მუშავდება კონკრეტული მიზნით რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, კომპანიის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ.

შეგროვებული ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება

ჩვენ ვაგროვებთ ჩვენი მომხმარებლების შესახებ შემდეგი სახის  ინფორმაციას:

საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია

საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. პლატფორმაზე არსებულ აქტივობებში ჩართვა თქვენთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ აღნიშნულ აქტივობებში ჩართვას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ შემდეგი სახის პირადი (პერსონალური) ინფორმაციის წარმოდგენა:  
 ● თქვენი სახელი და გვარი;
   ● ელექტრონული ფოსტის მისამართი;
   ● ტელეფონის ნომერი;
   ● პირადი ნომერი;
   ● მისამართი;
   ● სქესი;
   ● დაბადების თარიღი;
   ● სხვა დამატებითი ნებაყოფლობით შესავსები ინფორმაცია თქვენ შესახებ.

როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორის unipay.ge- ის უსაფრთხოების სერვერზე,რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე (გარდა ბარათის ტიპისა და ბოლო ოთხი ციფრისა). იმის მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთის კი – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.

Shopping Cart (0)

Your bag is empty

Don't miss out on great deals! Start shopping or Sign in to view products added.

Shop What's New Sign in
Home Shop 0 Cart Account