1. შესავალი
მყიდველი ეთანხმება მხარეებს შორის მოცემულ შეთანხმების (შეთანხმება) პირობებს, ყველაფერს რაც შეეხება საქონელს, მომსახურებას, და ინფორმაციას გადმოცემულს საიტის მეშვეობით. ეს შეთანხმება წარმოადგენს ხელშეკრულებას მაღაზიასა და მყიდველს შორის. ანაცვლებს ყველა წინა ან სხვა შეთანხმებას რომელიც შეეხება საქონელს და ინფორმაციას, რომელიც გადმოცემულია საიტის მეშვეობით. მყიდველი ვალდებულია გადახედოს და დაეთანხმოს ამ შეთანხმებას საიტიდან საქონლის ან მომსახურების შეძენამდე.
2. რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციით ან პირობებზე თანხმობის მონიშვნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას იმასთან დაკავშირებით,რომ გაეცანით არსებულ წესებს.
3. ონლაინ შესყიდვის პროცედურა
შეკვეთების მიღება ხდება ყოველდღე 24 საათის განმავლობაში.ონლაინ შესყიდვისთვის უნდა აირჩიოთ სასურველი პროდუქტი და ჩააგდოთ ვირტუალურ კალათში; ნავიგაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კატეგორიები და ქვე-კატეგორიები; მარტივი ძებნისთვის საძიებო სიტყვა ჩაწერეთ ველში „ძებნა”.
4. ინფორმაცია გადახდაზე
მყიდველს ესმის და იძლევა გარანტიას, რომ მისგან მოწოდებული ინფორმაცია მყიდველის შესახებ არის ნამდვილი, სწორი და სრული. მყიდველის მიერ საქონლის და მომსახურების გადახდილი საფასურის მიღება მაღაზიის მხრიდან მოხდება მყიდველის საკრედიტო ბარათის მეშვეობით. მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საქონლის, ადგილზე მიტანის ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით გადახდის მომენტში წარმოდგენილი საფასურის მიხედვით. მყიდველი პასუხისმგებელია ყველა გადახდაზე რომელიც წარმოებულია მყიდველის პაროლით. მაღაზია მყიდველს არ იცავს მისი პაროლის არასანქცირებული გამოყენებისგან.
5. მომსახურების მიღება-გაწევა
მაღაზია ვერ უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შერჩეული და გადახდილი პროდუქციის მიწოდების სრულ გარანტიას. მაღაზია უფლებას იტოვებს მყიდველს შეუთანხმოს და შესთავაზოს იმ პროდუქციის რომლის ღირებულება მყიდველმა გადაიხადა, მაგრამ ვერ მიიღო, სანაცვლოდ მსგავსი პროდუქცია ან მომსახურება. თუ მხარეებმა მოლაპარაკების შემდეგ ვერ მიაღწიეს პროდუქციის ჩანაცვლებაზე შეთანხმებას, მაღაზია იღებს ვალდებულებას სრულად დაუბრუნოს მყიდველს თანხა, რომელიც მან გადაიხადა პროდუქციაში რომელიც ვერ მიიღო.
6. პროდუქციის უკან დაბრუნების პირობები
მყიდველს უფლება აქვს არ ჩაიბაროს პროდუქცია, რომელიც არ შეესაბამება საიტზე გამოქვეყნებულ ან მყიდველის მიერ დაკვეთილ პროდუქციას. პროდუქციის შესაბამისობა საიტზე გამოქვეყნებულ და დაკვეთილ პროდუქციას შორის მხარეების წარმომადგენლების მხრიდან მოწმდება დაკვეთის მყიდველისთვის გადაცემისას. პროდუქციის შესაბამისობას მხარეები ადასტურებენ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით. თუ მყიდველის მხრიდან ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტს, გადაცემული პროდუქციის უკან დაბრუნება/შეცვლა არ მოხდება. დაკვეთილ და მიწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, მყიდველს აქვს უფლება არ მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების აქტს, ხოლო მაღაზია ვალდებულია შესაძლო უმოკლეს ვადაში მიაწოდოს მყიდველს ახალი პროდუქტი ან მისი ალტერნატივა. თუ მხარეებს შორის მოლაპარაკება პროდუქტის ჩანაცვლებაზე არ შედგა, მაღაზია ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს აღნიშნული პროდუქტის საფასური არა უგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. ჩვენ ვიაზრებთ და ვითვალისწინებთ კანონმდებლობით დადაგენილ 14 დღეს, მაგრამ მყიდველმა უნდა გაითავისოს ის რომ ნივთის უკან დაბრუნება 14 დღის განმავლობაში მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნივთი იქნება პირვანდელ მდგომარეობაში, უფრო ზუსტად კი ყუთით,სრული კომპლექტაციით, ლუქებით, პლომბით და ყოველგვარი ფიზიკური დაზიანებისა თუ თქვენს მიერ მიყენებული ზიანის გარეშე.
საქართველოს კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ:
მუხლი 15. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები
1. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.
2. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია:
ა) მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. მოვაჭრე ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან მოვაჭრის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;
ბ) თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
3. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
4. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
ა) მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;
ბ) გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა. სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც საქონელი მომხმარებელს სახლში მიეწოდება, მოვაჭრე ვალდებულია საქონელი საკუთარი ხარჯით წაიღოს უკან, თუ, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია.
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ აღნიშნულ მუხლს.
7. კონფიდენციალურობის დაცვა
ი/მ ზაური ჩიხრაძე უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჩვენი მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, კონფიდენციალური ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ გამოიყენოს ისეთი ავტომატური საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩვენს უსაფრთხოებასა და დაცულობას. ვებგვერდის სტუმრობისას, თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოვიყენოთ სტატისტიკის საწარმოებლად, ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ი/მ ზაური ჩიხრაძე იტოვებს უფლებას თქვენს მიერ მითითებულ ნომერსა თუ ელ-ფოსტაზე გამოგიგზავნოთ ინფორმაცია საიტის შესახებ.
8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას და დავნერგეთ ყველა აუცილებელი მექანიზმი იმისთვის, რომ სერვისებზე თქვენი წვდომა იყოს მუდმივი, უწყვეტი და უსაფრთხო, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას ამასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. მსგავსი სახის რისკებისგან თავდასაცავად, თქვენ უფლებამოსილი ხართ, მიიღოთ და დანერგოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, სერვისებით სარგებლობის დროს კომპიუტერულმა დაინფიცირებამ ან პროგრამული ნაწილის ნებისმიერმა დესტრუქციულმა ელემენტმა გამოიწვიოს. ვებგვერდზე წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებში, თუ ვებგვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის. აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.
9. მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
საიტის გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თქვენ ცხოვრობთ თუ არა საქართველოში, ხართ თუ არა რეზიდენტი ან მოქალაქეობის მქონე პირი. ჩვენ წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობასთან, ასევე ამ საიტის გამოყენების წესების და პირობების დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.
10. საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით.
ელ.ფოსტა: order@ishopin.ge ან Facebook-ზე