1. პროდუქციის/საქონლის დაბრუნების პირობები:
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის დაცვით (“მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, რომელიც კანონში შევიდა 2022 წლის 1 ივნისს ) პროდუქციის/საქონლის უკან დაბრუნება შესაძლებელია 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • კომპანიას უფლება აქვს არ დაიბრუნოს პროდუქცია/საქონელი თუ კი გასულია არა უმეტეს 14 კალენდარული დღისა.
  1. პროდუქციის/საქონლის დაბრუნების წესები:
  • პროდუქციის/საქონლის დაბრუნების დროს პროდუქციას/საქონელს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

კომპანიის ელ. ფოსტის მისამართზე: order@ishopin.ge / Facebook ან სხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით

  1. პროდუქციის/ საქონლის დაბრუნება შესაძლებელია:
  • თუ შეძენილი პროდუქცია/საქონელი განსხვავდება ვებგვერდზე განთავსებული/აღწერილი პროდუქციისგან
  • თუ პროდუქცია/საქონელი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში
  • თუ მომხმარებელს არ მიუღია შეძენილი პროდუქცია/საქონელი თანხის გადახდიდან მიტანის სერვისით მითითებულ ვადებში
  • თუ პროდუქციას/საქონელს აქვს რაიმე ქარხნული წუნი
  • გამონაკლის შემთხვევებში პროდუქციის/საქონლის დაბრუნება ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისგან დამოუკიდებლად შესაძლებელია მომხმარებლისა და ishopin.ge-ის მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე
  1. პროდუქციის/საქონლის დაბრუნება არ არის შესაძლებელი:
  • თუ ის ჰერმეტული იყო, ხოლო ყიდვის შემდეგ დაირღვა მისი ჰერმეტულობა
  • თუ ნივთი თქვენი შეკვეთით არის დამზადებული და მხოლოდ თქვენს საჭიროებებს ერგება
  • თუ თქვენ და ishopin.ge წინასწარ შეთანხმდით, რომ აღარ გექნებოდათ ნივთის უკან დაბრუნების უფლება, თქვენ ეს იცოდით და მომსახურებითაც სრულად ისარგებლეთ
  • თუ მას ეტყობა მოხმარების კვალი/გამოყენებულია და ა.შ
  1. ანაზღაურების წესი:
  • ishopin.ge ვალდებულია მომხმარებელს აუნაზღაუროს გადახდილი თანხის 100% თუ: (იხ. პუნქტი 3)
  • ishopin.ge-ის ადმინისტრაცია მომხმარებელს შეძენილი პროდუქციის/საქონლის ღირებულებას აუნაზღაურებს არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში.
  1. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:

ishopin.ge მომხმარებლის მიერ პროდუქციის/საქონლის დაბრუნებისას ანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ:

  • პროდუქცია/საქონელი არ შეესაბამება ვებგვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს
  • პროდუქციას/საქონელს აქვს ქარხნული წუნი
  • პროდუქცია/საქონელი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში
Shopping Cart (0)

Your bag is empty

Don't miss out on great deals! Start shopping or Sign in to view products added.

Shop What's New Sign in
Home Shop 0 Cart Account